ექსკლუზივი: აუცილებელია, მელია და რურუა მალე გათავისუფლდნენ - გზავნილი ბრიუსელიდან

21.04.21 18:13
ექსკლუზივი: აუცილებელია, მელია და  რურუა მალე გათავისუფლდნენ - გზავნილი ბრიუსელიდან

ევროპარლამენტი სვენ მიქსერი ტვ პირველისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირი შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული და პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის იმპლემენტაციის პროცესს ყურადღებით დააკვირდება. 

მისი თქმით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს: 

ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება პროცესს, როგორ განხორციელდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.  შეთანხმება, რომელიც მიიღწა, უმნიშვნელოვანესია. იმპლემენტაცია დაუყოვნებლივ, ძალიან სწარაფად, უნდა მოხდეს. ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. აუცილებელია, ნიკა მელია და გიორგი რურუა მალე გათავისუფლდნენ, რადგან ეს არის ერთ-ერთი შეთანხმების მთავარი საგანი. ხელშეკრულების განხორციელება უნდა მოხდეს უმტკივნეულოდ და მსხვერპლის გარეშე. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება პროცესს, როგორ განხორციელდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მსგავსი სიახლეები