თუ რამე არსწორად წავა, ეს ევროკავშირის იმედგაცრუებას გამოიწვევს - მარინა კალიურანდი

21.04.21 18:18
თუ რამე არსწორად წავა, ეს ევროკავშირის იმედგაცრუებას გამოიწვევს - მარინა კალიურანდი

პოლიტიკური კრიზისი მორჩენილია ფურცელზე - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა  მარინა კალიურანდმა ტვ პირველს ბრიუსელში განუცხადა. ევროპელ პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ აუცილებელია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული კომპრომისი დროულად განხორციელდეს. 

პრეზიდენტმა მიშელმაც თქვა ვიზიტის დროს, რომ პოლიტიკური კრიზისი მორჩენილია და ამაში მეც ვეთანხმები. მაგრამ ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ შეთანხმებული კომპრომისი საჭიროებს განხორციელებას. გადამწყვეტი მნიშვნებლობა აქვს, პოლიტიკოსებმა გაითავისონ,  რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ხელშეკრულების განხორციელებას. რადგან თუ რამე არასწორი მიმართულებით წავა, ეს ევროკავშირის იმედგაცრუებას გამოიწვევს. ასევე მნიშვნელოვანია კომპრომისი, პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის გაგრძელება ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, რომელმაც მათ მანდატი მიანიჭა - განაცხადა მარინა კალიურანდმა.

ევროპარლამეტარებთან ინტერვიუ ტვ პირველმა ბრიუსელში ჩაწერა.

მსგავსი სიახლეები