,,ოცნების" ლიდერმა ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში უნდა მოუხადოს - ანდრიუს კუბილიუსი

09.09.22 16:50
,,ოცნების" ლიდერმა ვიოლა ფონ კრამონს ბოდიში უნდა მოუხადოს - ანდრიუს კუბილიუსი

ენა და ბრალდებები, რომლებსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან  - ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება და ირაკლი კობახიძეს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადოს მის კოლეგას, ვიოლა ფონ კრამონს.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს სასწრაფოდ ბოდიში უნდა მოუხადოს. ენა და ბრალდებები, რომლებსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და აზიანებს „ქართული ოცნების“ გაცხადებულ მცდელობებს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი – განაცხადა კუბილიუსმა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვიოლა ფონ კრამონი არსად შესაშვები არ არის. ევროპარლამენტარი რუსთავის ციხეში ,,მთავარი არხის" გენერალური დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, არ შეუშვეს.

 

 

მსგავსი სიახლეები