მელიას გათავისუფლება და შეთანხმების შესრულება - "ლელო" ევროპარლამენტარებს ხვდება
ბრიუსელში ,,ლელოს" ლიდერებისა და ევროპარლამენტარების შეხვედრა დასრულდა. მამუკა ხაზარაძე, გრიგოლ გეგელია და ბადრი ჯაფარიძე ევროპის პარლამენტის წევრებს, იუსკევიჩიანესსა და კუბილისუსს, შეხვდნენ. გააცვნეს მათ საკუთარი პოზიცია, რატომ მოაწერეს ხელი დოკუმენტს და საუბარი მელიას გათავისუფლების თემასაც შეეხებოდა, თუ რა გზა არსებობს, ისე დატოვოს მელიამ საპყრობილე, რომ გირაო არ გადაიხადოს.
შეხვედრაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და არჩევნების თემასაც შეეხნენ.
,,ევროპა ხელშეკრულების იმპლემენტაციას ყურადღებით ადევნებს თვალს" - განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.