"ნულოვანი ფასის მატარებელია" - კობახიძე მაკფოლის მწვავე განცხადებაზე
"ვაშინგტონ პოსტში" მაიკ მაკფოლის მწვავე განცხადებებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხს ეხება, "ქართულ ოცნებაში" აბსურდულს უწოდებენ.
მმართველი პარტიის თავმდჯომარე ისევ ირწმუნება, რომ ოლიგარქს რუსეთთან კავშირი არ აქვს და მისი დასანქცირების საფუძველი არ არსებობს.
ირაკლი კობახიძე ივანიშვილის ევტუშენკოვთან კავშირზეც საუბრობს და ამტკიცებს, რომ რუს ოლიგარქთან ბიზნესს თავად ბაიდენის შვილიც აწარმოებს.
ძალიან კარგად იცით, რომ არსებობს ნული ფაქტი ივანიშვილის კავშირებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან. ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი, ბაიდენის შვილის ბიზნესპარტნიორი და სწორედ ამიტომ არ არის სანქცირებულთა სიაში.
განსაკუთრებულ ეჭვებს ბადებს ის, თუ რატომ განახორციელა მან ზარი და რატომ გაუმჟღავნა შემდეგ იმ ტელევიზიებს, რომლებიც არიან პირდაპირ "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული... ჩვენ საფუძლიანი ეჭვები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თითონ ევტუშენკოვი როდესაც არ არის სანქცირებული ამერიკის მიერ და როდესაც ის არის პრეზიდენტის ოჯახთან დაკავშირებული პირი, ეს ზარი გახდეს ბიძინა ივანიშილის დასანქცირების საფუძველი, ეს არის სასაცილო. არავითარი ფაქტი, არავითარი მტკიცებულება რუსეთთან კავშირების თაობაზე არ არსებობს, შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი განცხადება, გინდა "ვაშინგტონ პოსტში" დაიბეჭდოს და გინდა ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებაში, არის ნულოვანი ფასის მატარებელი, - თქვა კობახიძემ.