ახალი მექანიზნმი მელიას გასათავისუფლებლად - ჯაფარიძე ევროპარლამენტარებთან მოლაპარაკებების დეტალებზე
"ლელო" ბრიუსელში - პარტიის ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ევროპარლამენტარებთან არკვევენ, ამნისტიამდე შესაძლებელია თუ არა ნიკა მელიას ციხიდან გამოყვანა.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ "ტვ. პირველს" განუცხადა, შარ მიშელის ინიციატივით დადებული ხელშეკრულების აღსრულებაში ევროპარლამენტი აქტიურად უნდა ჩაერთოს:
აუცილებელია, ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში ჩართული იყო ევროპარლამენტი იმისთვის, რომ სრულად განხორციელდეს ყველა ის პუნქტი, ყველა ის რეფორმა, რომელიც გათვალისწინებულია ამ დოკუმენტით.
ამავდროულად ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან მალე უნდა გადაწყდეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების საკითხი. რაც შეიძლება, მალე უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომელიც იქნება მისაღები.
რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონზეც გვქონდა საუბარი, რომელიც საბოლოო ჯამში, ამ პრობლემის მოგვარების მექანიზმია, მაგრამ ახლა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მექანიზმი უნდა მოიძებნოს, რომელიც გადაწყვეტს ამ პრობლემას და მელია გათავისუფლდება უახლოეს პერიოდში. ამ საკითხის მოგვარებაში კი ევროპარალამენტმა თავისი როლი უნდა ითამაშოს- თქვა ჯაფარიძემ.