თუ 2024 წლისთვის ევროკავშირში შესვლა გვსურს, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დავიწყოთ - ხაზარაძე

21.04.21 19:05
თუ 2024 წლისთვის ევროკავშირში შესვლა გვსურს, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დავიწყოთ - ხაზარაძე

თუ 2024 წელს ევროკავშირში შესვლა გვინდა, მოსამზადებელი სამუშაოები ახლავე უნდა დავიწყოთ - ამის შესახებ ,,ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან გამართული შეხვედრის დასრულებისას განაცხადა. ხაზარაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარ კუბილიუსთან 2 ძირითად საკითხზე ისაუბრა.

 კუბილისთან საკმაოდ საინტერესეო შეხვედრა გვქონდა ორი მირთულებით. ჩვენი ქვეყნის მომზადება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მიშელის დოკუმენტის განხორციელების გზები. მან განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში შესასვლელად მაპი სჭირდება. ჩვენი განცხადება, რომ 2024 წელს ევროკავშირში შესვლა გვინდა, არაფერს ნიშნავს, თუ ახლავე არ დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები, სწრაფი და რეალური ნაბიჯები არ გადავდგით.

მეორე საკითხი მიშელის ეგიდით მიღებულ დოკუმენტს ეხებოდა. აუცილებელია, მელიას გათავისუფლების საკითხი დროში არ გაიწელოს, ეჭვს გამოვთქვამ, თუ კრიზისი გაიწელა,  ჩვენ შემდეგ თემებზე ვერ გადავალთ, ევროპარლამენტარებთან კონსულტაციების შემდგომ  ,,ლელოს" ერთ დღეში უკვე კონკრეტული ხედვა ექნება.  შესაძლებელია, ეს გამოსავალი იყოს. ღირსეული გამოსავალი, რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და დავიწყოთ იმ კანონმდებლობის შექმნა, რაც ქვეყანას სჭირდება - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.