ხვალ 12.00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი განხილვისთვის ემზადება.
ჯაფარიძის თქმით, ხვალ უნდა ამტკიცოს, რომ ირაკლი კობახიძის მონა არ არის.
ხვალ 12.00 საათიდან უნდა ვამტკიცო, რომ კობახიძის მონა არ ვარ. პარლამენტის წარმომდგენელმა უნდა მიმტკიცოს საპირისპირო”,- წერს ჯაფარიძე Facebook–ზე.
ჯაფარიძის ინტერესებს სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციური თავისუფლების კუთხე დაიცავს.
საქნე ეხება მანდატების არშეჩერების შესახებ ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელს, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 12:00 საათზე განიხილავს.