"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - როგორ შეხვდა, ბიძინა ივანიშივლის დავალებით ვახტანგ გომელური რუსეთის ФСБ-ს შეფებს

10.09.22 22:04
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი - როგორ შეხვდა, ბიძინა ივანიშივლის დავალებით ვახტანგ გომელური რუსეთის ФСБ-ს შეფებს

ნოდარ მელაძის შაბათის ექსკლუზივი - საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრე სამსახარძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და დეტალურად ყვება, როგორ ჩაიყვანა სუს-ის მაღალჩინოსნები რუსეთში, ვლადიმერ პუტინის უშიშროების შეფეფთან შესახვედრად. 

სუს-ის ყოფილი თანამშრომელი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ კონსპირაციული მოლაპარაკებები  რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და სუს-ის  სამ მაღალჩინოსანს შორის, ვლადიკავკაზში ხეთაგუროვის გამზირზე 20 ნომერში შედგა.

ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, 2016 წლის დეკემბერში თბილისიდან სრულიად საიდუმლოდ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შავი "ჯი ელით" ოთხი ადამიანი გაემგზავრა - სუს-ის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი, იოსებ ჭელიძე, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, ირაკლი ჩიმაკაძე და სუს-ის რიგითი თანამშრომელი ალექსანდრე სამხარაძე, რომელიც გოგაშვილის პირადი მცველი იყო. ალექსანდრე სამხარაძე იხსენებს, რომ შეხვედრაზე პირისპირ მხოლოდ სოსო გოგაშვილი შევიდა.

ალექსანდრე სამსახარაძის მტკიცებით, შეხვედრის მიზანი სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაურის და ФСБ-ეს შეფ ალექსანდ ბორნტიკოვის შეხვედრის მომზადება იყო. 

სამხარაძის მიერ მოყვანილ კონკრეტულ ფაქტებს ადასტურებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, პატიმრობაში მყოფი, სოსო გოგაშვილი. ის პირველად ადასტურებს რომ ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებთან ივანიშვილის ხელისუფლებას მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა. 

გოგაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაში იყო წყვეტა და საჭირო იყო ურთიერთობების განახლება.

სკანდალური ინტერვიუდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ბორტნიკოვი, ალექსი სედოვი, ბესედა გომალაურთან პირდაპირ კავშირში არიან. მეტიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ბორტნიკოვთან რუსეთში შეხვედრებზეც კი დაფრინავს. 

გოგაშვილი "შაბათის ეთერისთვის" გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ შეხვედრის მიზანი ქართულ და რუსულ სპეცსამსახურებს შორის კომუნიკაციის გამყარება, კონტრაბანდისთვის უსაფრთხო დერეფნების მოწყობა, რუსეთის მოქალაქეების დახმარება, ასევე რუსეთში ძებნილი პირების არალეგალური გადაცემა იყო.

შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ ამ შეხვედრიდან მალევე ვახტანგ გომელაური ვლადიკავკაზში არაფორმალურ შეხვედრაზე „აირზენას“ თვითმფრინავით ფარულად ჩავიდა.

მოპოვებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა.

იოსებ გოგაშვილის მტკიცებით, გომელაურის ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრთან, რუსეთის ФСБ-ეს უფროსთან შეხვედრების შემდეგ საქართელო აკრძალული რუსული ტვირთების გასატარებელ პოლიგიონად იქცა. გოგაშვილი ამტკციბეს, რომ საქართველო გავლით რუსეთი სირიაში ამონიუმის ნიტრატს აგზავნიდა, საბუთები ყალბდებოდა თითქოს ტვირთი არა რუსული არამედ ქართლი იყო.

ირკვევა, ისიც, რომ გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ФСБ-ს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას.