"ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში - ირაკლი კობახიძე ბრიუსელის ვიზიტს აჯამებს

22.04.21 10:55
"ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში - ირაკლი კობახიძე ბრიუსელის ვიზიტს აჯამებს

ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შესახებ იუწყება და შეხვედრების ჩამონათვალს აქვეყნებს. 
მმართველი პარტიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. 

დავასრულე მორიგი ვიზიტი ბრიუსელში. შევხვდი:
- ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს  
- ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის  
- ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, 
კლარა დობრევს  
- ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორს  
- ევროპარლამენტარ რიჩარდ ჩარნეცკის  
- ევროპარლამენტარ მიხაელ გალერს  
- ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს  
- ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს  
- ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს  
- ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს  
- ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსს  
- ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს  
ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და მის ხელისუფლებას. ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის.
„ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს 
ევროკავშირში
, - წერს კობახიძე. 
 

მსგავსი სიახლეები