მინდა მადლობა ვუთხრა ამ ადამიანს, რომ რეჟიმს ამხელს - ვაშაძე გოგაშვილის წერილზე
ოპოზიცია გოგაშვილის სკანდალურ წერილს ეხმაურება.
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სუს-ის ყოფილ შეფს რეჟიმის მხილებისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ „ოცნება“ პრორუსულ, ბინძურ მართვის მექანიზმს იყენებს.
მეც ვიყავი ბრალდებულებს შორის, რომ თითქოს რაღაცას ვაწყობდით ქვეყანაში. ეს არის პრორუსული „ქართული ოცნების“ ბინძური მართვის მექანიზმი, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. მე მინდა მადლობა ვუთხრა ამ ადამიანს, რომ ამ რეჟიმს ამხელს, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება“. - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ოპიზიციონერი ლიდერების საუბრების გაყალბებაში "ქართულ ოცნება" სოსო გოაგშვილმა ამხილა. ციხიდან გამოგზავნილ ახალ სკანდალურ წერილში, სუს-ის ყოფილმა შეფმა პირდაპირ თქვა, რომ “არანაირი რევოლუციური სცენარი არ არსებობდ საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა, სინამდვილეში იყო დამონტაჟებული და ატვირთული სუს-ის ოტოს მიერ".