გოგაშვილი აბსურდის სპირალშია შესული, არ მაქვს სურვილი პატიმრის ასეთ განცხადებებზე რაიმე ვთქვა - ოდიშარია
„ქართულ ოცნებას“ გოგაშვილის არც ერთი სიტყვის არ სჯერა.
მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ გოგაშვილი „აბსურდის სპირალშია“ შესული და არ აქვს სურვილი პატიმრის განცხადებებზე რაიმე თქვას.
ოდიშარია იმასაც უსვამს ხაზს, რომ ოპოზიციას რევოლუცია ნამდვილად უნდა და მისი თქმით, ამას არა ერთი ავთენტური ჩანაწერი ადასტურებს.
„ის რომ ოპოზიციას რევოლუცია მუდმივად ესიზმრება, ელანდება და გეგმავს კიდეც, ამის არა ერთი ავთენტური ჩანაწერი არსებობს, რაზეც დავა არ არის საერთოდ და არც არასოდეს უარყვია არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბევრ სხვას. არ მაქვს სურვილი, რომ პატიმარის ასეთ განცხადებებზე რომელიც ჩემი აზრით, აბსურდის სპირალშია უკვე შესული, ვაკეთო განცხადებები“. - ამბობს ბექა ოდიშარია.
ოპიზიციონერი ლიდერების საუბრების გაყალბებაში "ქართულ ოცნება" სოსო გოაგშვილმა ამხილა.
ციხიდან გამოგზავნილ ახალ სკანდალურ წერილში, სუს-ის ყოფილმა შეფმა პირდაპირ თქვა, რომ “არანაირი რევოლუციური სცენარი არ არსებობდ საუბრები, რომლებიც იტვირთებოდა, სინამდვილეში იყო დამონტაჟებული და ატვირთული სუს-ის ოტოს მიერ".