"მიშელის დოკუმენტის" ხელმოწერისკენ მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებს - ევროპარლამენტარები
ევროპარლამენტარები, სვენ მიქსერი, მარინა კალიურნდი და ვიოლა ფონ კრამონი, მიესალმებიან შარლ მიშელის დოკუმენტზე "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას შორის შეთანხმებას და მოუწოდებენ დარჩენილ პარტიებს იგივე "გამბედაობისკენ".
განცხადების ავტორები ამბობენ, რომ "მიშელს დოკუმენტზე" ხელმოწერა საქართველოს პოლიტიკურ ჩიხში ყოფნას დაასრულებს.
დოკუმენტი უფრო მეტად მიმართულია პოლიტიზირებული მართლმსაჯულების სრულყოფილად გადაჭრისკენ, საარჩევნო და სასამართლო საკითხების გაუმჯობესებისკენ. გვჯერა, რომ შეთანხმება პოლიტიკურად დაბალანსებულია და საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებსა და ლეგიტიმურ მოლოდინებს დებატების ცენტრში აქცევს.
ის გთავაზობთ არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს და დაგეხმარებათ პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებაში, რომელიც ასე წამლავს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას.
ეს შეთანხმება ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციასა და კანონის უზენაესობას, რაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან შესაბამისობაში აქცევს.
გულწრფელად მოვუწოდებთ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ინდივიდუალურ წევრებს, აჩვენონ იგივე გამბედაობა საქართველოს დიდი სიკეთისთვის.
იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი მთლიანად და საბოლოოდ უკან მოვიტოვოთ, იმედი გვაქვს, საქართველოს პარლამენტი გახდება სრულად ფუნქციური უახლოეს მომავალში და ამასთან, უზრუნველყოფს ხელშეკრულების სრულფასოვნად, საფუძვლიანად, განხორციელებას.
ევროპარლამენტი მზადაა, გააგრძელოს საქართველოს პარლამენტთან ახლო თანამშრომლობა - ნათქვამია ერთობრივ განცხადებაში.