წარმოადგინოს მტკიცებულებები და შემდეგ მეც გავაკეთებ კომენტარს - კალაძე გოგაშვილის ბრალდებებზე
,,ქართული ოცნება" ოპოზიციის წინააღმდეგ ჩანაწერების გაყალბებაშია ბრალდებული. ოლიგარქის ხელისუფლების სქემა სამსჯავროზე სოსო გოგაშვილმა გამოიტანა.
სუსი ექსშეფი ამტკიცებს, რომ აუდიოჩანაწერები, რომლსაც სუსი ავრცელებდა და ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის მცდლეობაში ადანაშაულებდა, ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული იყო.
,,ოცნება" კი ახლა თავის მართლების რეჟიმშია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გოგაშვილი იტყუება და თავის გადარჩენას ცდილობს.
ხელისუფლებამ ახალი სტრატეგია აირჩია. ,,ოცნების" გენმდივანი, კახა კალაძე, აცხადებს, რომ აღარაფერს იტყვის სოსო გოგაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, ვიდრე სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი კონკრეტულ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს.
შეუძლებელია ამ ყველაფრის შეფასება. ეს არ არის პირველი შემთხვევა და შესაძლებელია, ეს გაგრძელდეს. უამრავი რამ თქვა ამ ადამიანმა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ და გავაკეთოთ შეფასებები? - ეს არასწორია იმიტომ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
წარმოადგინოს მტკიცებულებები და შემდგომ მეც გავაკეთებ კომენტარს!
რად გინდათ ჩანაწერები, ოპოზიცია პირდაპირ ეთერში გამოდიოდა და გადატრიალებებს აანონსებდა. - განაცხადა კახა კალაძემ.
სოსო გოგაშვილის თქმით, ოპოზიციას რევოლუციური სცენარი არ ჰქონია და ეს საუბრები დამონტაჟებული იყო.
სუსისს ექს მაღალჩინოსანი ციხიდან კიდევ ახალ კარტებს ხსნის და ამბობს, რომ აღნიშნული საუბრები "ოცნების" მიერ ხალხის გასაშავებლად იყო შექმნილი.