ვხედავ პრობლემას იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევს უსაფრთხოების გაზრდილ რისკებს - ანა ნაცვლიშვილი
39 000 რუსული ანგარიში ქართულ ბანკებში მხოლოდ 6 თვეში - ეროვნული ბანკის მონაცემებით დგინდება, რომ ომის დაწყების დღიდან საქართველოში საცხოვრებლად ოკუპანტი ქვეყნის 40 000-მდე მოქალაქე დარჩა და ანგარიშიც გახსნა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ბუნდოვანია, რა მიზნებს შეიძლება მოხმარდეს ამ ანგარიშებზე დარიცხული თანხა. ამ ყველაფრის კონტროლს კი საქართველოს ხელისუფლება საჭიროდ არ თვლის.
პარტია ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი, უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს რუსების მასიურ შემოდინებას და აღნიშნავს, რომ კრემლი ომს სწორედ მისი მოქალაქეების დაცვის მოტივით იწყებს.
რა თქმა უნდა, ეს ზრდის საქართველოში უსაფრთხოების რისკებს. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობღ ჩვეულებრივ მოვლენაზე, ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და რომელიც ყოველთვის ომს იწყებს თავისი მოქალაქეების დაცვის მოტივით.
ვხედავ პრობლემას იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევს უსაფრთხოების გაზრდილ რისკებს - ამბობს ანა ნაცვლიშვილი
უპრეცენდენტოა იმ კომპანიების რაოდენობაც, რომლსაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში არეგისტრირებენ.