გოგაშვილი, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყო, პირდაპირ ადებს ხელს ხელისუფლებას - ხაბეიშვილი

14.09.22 17:36
გოგაშვილი, რომელიც ამ სისტემის ნაწილი იყო, პირდაპირ ადებს ხელს ხელისუფლებას - ხაბეიშვილი

სოსო გოგაშვილის სკანდალური წერილი - ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი შეფი, ადამიანი, რომელიც იყო დიდი თანამდებობის პირი, პირდაპირ ადებს ხელს "ოცნების" ხელისუფლებას.

ხაბეიშვილის თქმით, მმართველი გუნდი ქვეყანაში სულ გადამტრიალებლებს და მოღალატეებს ეძებს, მაშინ როცა, ოპოზიციონერის თქმით, თავად ხელისუფლებაა ქვეყანაში ყველაზე დიდი მოღალატე.

2014 წლიდან, პერმანენტულად, ხან საბურავებს ეძებენ, ხან გადამტრიალებლებს და ხანაც სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებენ ოპოზიციას თავად მოღალატეები, რომლებიც რუსებთან არის კოლაბორაციაში. მათივე სისტემის ნაწილი, ადამიანი, რომელიც იყო მინისტრის მოადგილე და არა ჩვეულებრივი თანამდებობის პირი, ხელს ადებს პირდაპირ ხელისუფლებას. ის, რომ ნიკა მელია ტყუილად ჰყავდათ გამოკეტილი ციხეში და დადგეს რაღაცა მასკარადი, როცა მტავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში შევიდნენ ძალადობრივი გზით, ამითი კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ცხადია უსამართლოდ იყო“. - ამბობს ხაბეიშვილი.

სოსო გოგაშვილი მტკიცებულებების გასაჯაროვებას აანონსებს.

სკანდალური განცხადებების შემდეგ, დაკავებული მაღალჩინოსანის ადვოკატი აცხადებს, რომ სუს-ის ყოფილ შეფს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ყველა დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს და ის სანდო პირებისთვის აქვს გადაცემული.

სოსო გოგაშვილის თქმით, ოპოზიციას რევოლუციური სცენარი არ ჰქონია და ეს საუბრები დამონტაჟებული იყო.

მსგავსი სიახლეები