მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას - მელია კობახიძეზე
ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას.
ენმ-ს თავმჯდომარის თქმით, კობახიძე ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „რუსულ ოცნებას“ მისცეს ხმა.
მელია ამბობს, რომ „ოცნების“ თავმჯდომარე რუსეთსა და საქართველოს შორისგან სხვავებასაც ვერ ხედავს
მხოლოდ რუსეთზე ღიად მომუშავე და უსამშობლო კაცი თუ გაბედავდა ასეთ გაუგონარ შედარებას!
კობახიძე ისე დააბრმავა მტრის მსახურებამ, რომ იმ უდიდეს განსხვავებასაც ვერ ხედავს, რაცაა რუსეთსა და საქართველოს შორის. რუსეთი სხვა ქვეყანაში - უკრაინაში შეიჭრა და ისვრის, თავისუფალი ქვეყნის დაპყრობას ცდილობს, უკრაინა რუსეთი არაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კი - საქართველოა და ამ უსამშობლოს ესეც ვერ გაუგია, ან არ უნდა რომ გაიგოს!
მჯერა, კობახიძის ამ განცხადებამ ისევე გააოგნა ქართული ოცნების მხარდამჭერების
დიდი ნაწილი, როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი.
კობახიძე ამ განცხადებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ მათ „ქართული ოცნება“ კი არა, რუსულ ოცნებას მისცეს ხმა!"- წერს მელია.
"როდესაც ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ოსს" - თქვა კობახიძემ