დღეიდან სახალხო დამცველის კანდიდატურების მიღება იწყება
დღეიდან სახალხო დამცველის კადიდატურების მიღება იწყება. პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
რაც შეეხება უკვე ყოფილ ომბუდსმენს, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნინო ლომჯარია არა ,,ქართულ ოცნებას", არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას უქმნიდა პრობლემებს.
ქულებით ხომ შეაფასებენ, მერე ხომ დაასახელებენ, უკან ხომ ვერ წაიღებენ ამას, შეაფასონ ქულებით და დაასახელონ. იქიდან ავირჩევთ ჩვენ.
ლომჯარია ჩვენ არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნიდა, ის დისკომფორტს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოს იმით, რომ იყო მთლიანად პოლიტიზირებული და შესული იყო პოლიტიკურ პროცესებში - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნინო ლომჯარიასგან მიღებული მწარე გამოცდილების შემდეგ ,,ქართული ოცნება" შეეცდება, უფრო მორჩილ და მათზე დამოკიდებულ ომბუდსმენობის კანდიდატს დაუჭიროს მხარი.
,,ქართული ოცნება" ახლა დასუსტებულია და ფიქრობენ, რომ ახლა იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ დამოუკიდებელი სახალხო დამცველი აირჩიონ. იცით, რომ ობუდსმენი პირდაპირ ხალხის ინტერესებს წარმოადგენს და არა ხელისუფლების.
ხელისუფლება ახლა ცდილობს, ის შეცდომა, რაც ლომჯარიასთან, უჩა ნანუაშვილთან გამოუვიდათ, გამოასწორონ, ისეთი კანდიდატი გაიყვანონ, რომელიც მათი ყურმოჭრილი მონა იქნება - აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი, პაატა მანჯგალაძე.