მხილებათა სერია ციხიდან - ვინ არის პირი, ვინც გოგაშვილის მტკიცებით, ივანიშვილს ფარულ ჩანაწერებს უგროვენდა?

15.09.22 13:44
მხილებათა სერია ციხიდან - ვინ არის პირი, ვინც გოგაშვილის მტკიცებით, ივანიშვილს ფარულ ჩანაწერებს უგროვენდა?

იდენთიფიცირებულია კიდე ერთი ოპერატიული მუშაკი, რომელიც სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მტკიცებით, მოსმენების სქემაში წლების განმავლობაში იყო ჩართული. 

სკანდალურ წერილში სოსო გოგაშვილი ამბობ, რომ ბექა მამარდაშვილი მას უგზავნიდა კრებსებს, რომელსაც სპეციალურ ჯგუფის მიერ მუშავდებოდა, რის შემდეგაც გოგაშვილის თქმით, ჩანაწერები ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ-მინისტრთან იგზავნებოდა.

გოგაშვილის თქმით, "გომელაური სრულ პატაკს იღებდა". ბექა მამარდაშვილმა "ტვ პირველს" სახლის კარი არ გაუღო. 

სოსო გოგაშვილი უკანონო მოსმენების ახლა მასშტაბებზე საუბრობს - „ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მასშტაბმა „ნაცების“ პერიოდს რამდენჯერმე გადააჭარბა - აცხადებს სუს-ის ყოფილი შეფი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. 

მისი თქმით, "კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, ენჯეოების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ.

გოგაშვილის მტკიცებით, უკანონო მოსმენებს დაახლოებით, 2 000 ოპერატიული მუშაკი ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები