ბატონი ბიძინა მე არაფერს მავალებდა და გოგაშვილს რატომ დაავალებდა? - გომელაურის პირველი კომენტარი სკანდალურ ბრალდებებზე
შინაგან საქმეთა მისნისტრის პირველი კომენტარი მისი ყოფილი მეგობრის, სუს-ის ექს მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, ბრალდებებზე - ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ იცნობს.
განცხადება, რაც ბატონმა სოსო გოგაშვილმა გააკეთა, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე და აბსურდია. ბატონი ბიძინა მას ვერაფერს ვერ დაავალებდა, რადგან მას არ იცნობდა მაგ დროს. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მე ვიყავი ხელმძღვანელი მაგ დროს და რატომ დაავალებდა ადამიანს რამეს, რომელსაც არ იცნობდა, ან რა უნდა დაევალებინა. მეც არაფერს მავალებდა,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, თუ გოგაშვილს მტკიცებულებები აქვს სააშკარაოზე გამოიტანოს:
კრებსებს ვუგზავნიდით ბატონ ბიძინას, პრემიერს და კობახიძესო. უკანონო მოსმენებზე საერთოდ გამორიცხეთ ეგ თემა. უკანონო მოსმენები არ ხორციელდება. თუ რამე მტკიცებულება აქვს, გამოიტანოს და დადოს. კანონიერად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროც უსმენს"- თქვა მან.