ესებუას ვეძებთ - ვახტანგ გომელაურის ტრადიციული პასუხი

15.09.22 17:37
ესებუას ვეძებთ - ვახტანგ გომელაურის ტრადიციული პასუხი

ესებუას ვეძებთ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ და იქვე დასძინა, რომ საქართველოს ნომერ პირველი ტერორისტის დაჭერის შემთხვევაში მედიას თავად გააგებინებს ამ ინფორმაციას.

ბადრი ესებუა  2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდის ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და 500 ათასი დოლარი გაიტაცა. მისი დაკავება პოლიციამ დღემდე ვერ შეძლო.

 

მსგავსი სიახლეები