უკანონო მოსმენები არ ხორციელდება - გომელაური გოგაშვილის ბრალდებებს პასუხობს
შინაგან საქმეთა მინისტრი კამერების წინ ირწმუნება, რომ შესაბამისი უწყებები მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განჩინების საფუძველზე, უსმენენ მოქალაქეებს.
უკანონო მოსმენები გამორიცხეთ, არ ხორციელდება. კანონით რაც არის, უამრავი ოპერატიული მასალა, რომელიც მოაქვს აგენტს, ამის წაკითვას ერთი კაცი ვერ აუვა. მე რომ ვიჯდე შს სამინისტროში და რა მასალაც შემოდის, ეს რომ ვიკითხო, მინიმუმ, სამი გომელაური უნდა იყოს, რომ ამდენი მასალა წაიკითხოს.
მუშავდება თემა, თუ არის მნიშვნელოვანი, შემდეგ ამოდის ხელმძღვანელთან. თუ რამე მნიშვნელოვანია, ავდივარ და პრემიერს ვახსენებ, ფურცლებს არ ვუგზავნი"- განაცხადა გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურმა სოსო გოგაშვილის სკანდალური წერილის კიდევ ერთ ფიგურანტზე დასმულ კითხვას უპასუხა - მისი თქმით, ბექა მამარდაშვილი უწყების გამოცდილი თანამშრომელი იყო, თუმცა მას მოსმენებთან კავშირი არასდროს ჰქონია.
პროგრამისტი იყო ერთ-ერთი ძლიერი. ეხმარებოდა მომსახურების სააგენტოს, კამერების განახლებას, სახის ამომცნობს. მოსმენებთან შეხება არ ჰქონდა - დასძინა შს მინისტრმა.
სოსო გოგაშვილი უკანონო მოსმენების ახლა მასშტაბებზე საუბრობს - „ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკანონო მოსმენების მაჩვენებელმა „ნაცების“ პერიოდს რამდენჯერმე გადააჭარბა - აცხადებს სუს-ის ყოფილი შეფი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
მისი თქმით, "კონტროლდება პრეზიდენტის ოფისი, ოპოზიციური პარტიების ოფისები, ენჯეოების, საერთაშორისო მისიების, რელიგიური კონფესიების და ა.შ.
გოგაშვილის მტკიცებით, უკანონო მოსმენებს დაახლოებით, 2 000 ოპერატიული მუშაკი ახორციელებს.
სკანდალურ წერილში სოსო გოგაშვილი ამბობ, რომ ბექა მამარდაშვილი მას უგზავნიდა კრებსებს, რომელსაც სპეციალურ ჯგუფის მიერ მუშავდებოდა, რის შემდეგაც გოგაშვილის თქმით, ჩანაწერები ივანიშვილთან, კობახიძესთან, პარტიაში და პრემიერ-მინისტრთან იგზავნებოდა.