საქართველოში რუსული დაზვერვის კურატორები მუშაობენ - რუსი ჯაშუშის ინტერვიუ ,,პირველებს"
რუსული სპეცსამსახურების ჯაშუშის სკანდალური ინტერვიუ ,,პირველებს" - საქართველოში რუსული დაზვერვის კურატორები მუშაობენ.
რუსი ჯაშუში, მიხეილ სოკოლოვი, პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში კურატორების ჯგუფი მუშაობს, რომელიც კრემლის გამოგზავნილ აგენტებს აკონტროლებენ და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას იბარებენ.
საქართველოში გამოფრენის წინ მე მითხრეს, რომ თბილისში ჩემთან მოვიდოდა კურატორი, რომლისთვისაც ინფორმაცია უნდა გადამეცა. აგენტურული ქსელი საქართველოში ნადვილად არსებობს, მაგრამ მე მისი მასშტაბების შესახებ საუბარი არ შემიძლია.
კურატორი-ეს არის ოფიცერი სამხრეებით, რომელიც ოფიციალურად მუშაობს. ესენი შესაძლოა, არ იყვნენ ეფ ეს ბე-ს თანამშრომლები, შესაძლოა, იყვნენ საგარეო დაზვერვიდან. მე უბრალოდ მათთან კონტაქტს არ დაველოდე - განუცხადა ,,ტვ პირველს" სოკოლოვმა.
მიხეილ სოკოლოვი არ არის ერთადერთი გაშიფრული აგენტი, ვინც რუსულ სპეცსამსახურთებთან თანამშრომლობა აღიარა. მას წინ უძღვოდა ვსევოლოდ ოსიპოვის ჩვენება, რომელმაც თქვა, რომ საქართველო, რუსეთის სპეცსამსახურების საგანგებო დავალებების შემსრულებლებით არის სავსე.