ქსენია სობჩაკი საქართველოში ჩამოვიდა

15.09.22 20:38
ქსენია სობჩაკი საქართველოში ჩამოვიდა

ქსენია სობჩაკი თბილისშია. ცნობილი რუსი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი დღეს ჩამოფრინდა საქართველოში და აქ რამდენიმე დღე გაჩერდება.

ქსენია სობცაკი ჩვენს ქვეყანაში გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და გეგმავს, საქართველოზე გადაცემა მოამზადოს თავისი youtub  არხისთვის.

უკრაინასთან ომის მიუხედავად  სობჩაკი დღემდე მოსკოვში ცხოვრობს  და იქ მუშაობს. ის თვლის, რომ სადაც მედიას ზღუდავენ, იქ უფრო მნიშვნელოვანია მუშაობა, ვიდრე ემიგრაციიდან.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებას კი სობჩაკი იმ ფაქტს  უკავშირებს, რომ რუსებისთვის გაცილებით კომფორტულია ჩვენთან ჩამოსვლა, ვიდრე სხვა ქვეყანაში.

ომის წინააღმდეგი ვარ. იმის წინააღმდეგი ვარ, რაც ახლა ხდება. ამის შესახებ არაერთ ეთერში ვთქვი. სხვა საქმე არის, რომ ჩვენ შეზღუდულები ვართ რუსული კანონმდებლობით. მე ვცხოვრობ და ვაგრძელებ მუშაობას რუსეთში. ვაპირებ ჩემი საქმის გაგრძელებას, რადგან ვთვლი, რომ ეს ჩემი ქვეყანაა და ეს ჩემი საქმე მნიშვნელოვანია. 

რუსეთში ცენზურის პირობებში მუშაობა მნიშვნელოვანი იმაზე უფრო, ვიდრე თბილისიდან მოუყვე რუსეთში მიმდინარე ამბები. 

ჟურნალისტის სამუშაო ადგილი იქაა, სადაც მოვლენები ვითარდება. - განუცხადა ქსენია სობჩაკმა ,,ტვ პირველს".

 

მსგავსი სიახლეები