მაკარევიჩის კონცერტი 7 აპრილს გაიმართება, გალკინის კონცერტის თარიღი კი მალე გამოქვეყნდება
თბილისში ანდრეი მაკარევიჩის (Машина времени) და მაქსიმ გალკინის კონცერტები მაინც გაიმართება - ინფორმაციას Biletebi.ge ავრცელებს.
“მეგობრებო, "მაშინა ვრემენის" კონცერტი ჩატარდება 7 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ველოდებით საბოლოო დასტურს). ყველა გაყიდული ბილეთი იქნება ძალაში.
მაქსიმ გალკინის კონცერტის ახალი თარიღი დაიდება უახლოეს მომავალში”. - წერია განცხადებაში.
ანტიპუტინისტური და უკრაინის მხარდამჭერ მომღერლებს, მაქსიმ გალკინსა და ანდრეი მაკარევიჩს, საქართველოში საქველმოქმედო კონცერტი ოქტომბრის თვეში უნდა გაემართათ, თუმცა, პირველ სექტემბერს კონცერტების ერთ-ერთმა ორგანიზიტორმა თქვა, რომ კულტურის სამინისტროში მიეზად თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაუსახელეს.
BILETEBI.GE-ის მაშინ აცხადებდა, რომ კონცერტები პოლიტიკური კონტექსტის გამო გაუქმდა.