ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას? - ოპოზიცისა და არასამთავრობო ოგრანიზაციებს შორის კონსულტაციები დაიწყო

16.09.22 12:05
 ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას? - ოპოზიცისა და არასამთავრობო ოგრანიზაციებს შორის კონსულტაციები დაიწყო

ვინ გახდება ქვეყნის სახალხო დამცველი და ვინ შეცვლის ნინო ლომჯარიას? ოპოზიცისა და არასამთავრობო ოგრანიზაციებს შორის კონსულტაციები დაიწყო. 

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ პარტია მესამე სექტორის მიერ შერჩეულ კანდიდატს მხარს დაუჭერს. 

რაც  შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჯაფარიძის თქმით, ის სამუსაო ხასიათისაა და მხარეები  ევროკომისიის მიერ მოცემულ 12 რეკომენდაციის  შესაბამისი კანონპროექტებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელებენ: 

ეს არის სამუშაო შეხვედრა, რომელიც ეძღვნება ევროკომისიის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის შესაბამისი კანონპროექტების და სამოქმედო გეგმის ირგვლივ  მსჯელობას. "ლელო" და  "სტრატეგია აღმაშენებელი" აქ არის წარმოდგენილი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, სამოქალაქო სექტორსა და პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეჯერება, იმიტომ რომ აქ არიან ადამიანები, რომლებსაც მართლა სურთ, ქვეყანა სწრაფად ინტეგრირდეს ევროკავშირში და შესაბამისად ის კანონპროექტები, რომლებიც ჩვენს მიერ იქნება წარმოდგენილი, შეჯერებული სამოქალაქო სექტორთან ერთად, იქნება სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან და მოლოდინებთან,  რომელიც ევროკომისიასა და ევროკავშირს გააჩნია"- თქვა ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები