"ფეესბეშნიკების“ ნარატივი, "ოცნებას" რუსეთი მსვერპლად გამოჰყავს - გიგი უგულავა

16.09.22 11:56
"ფეესბეშნიკების“ ნარატივი, "ოცნებას" რუსეთი მსვერპლად გამოჰყავს - გიგი უგულავა

გიგი უგულავას თქმით, „ოცნებას“ რუსეთი მსვერპლად გამოჰყავს და არა მოძალადედ.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანშვილის და "ფეესბეშნიკების“ მოგონილი ნარატივია.

სრულიად ყურით მოთრეული, მოგონილი, ივანიშვილის და „ფეესბეშნიკების“ ნარატივი. ხომ კარგად დავინახეთ, ვინ აიტაცა ეს. აიტაცეს რუსებმა, რომ თითქოს მეორე ფრონტი საქართველოში ვიღაცამ უნდა გახსნას. საბოლოო ჯამში, ეს ნარატივი მიდის იქამდე, რომ რუსეთი არის მსხვერპლი და არა მოძალადე“. - ამბობს უგულავა.
 

„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. 

რამდენიმე კვირაა, საჯარო სივრცეში ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახნა უნდა.

სწორედ კობახიძის ამ განცხადებაზე დაყრდნობით ომის ინიაციატორი რუსეთი ახლა თავს უკრაინას ესხმის და ამბობს, რომ ომი არა რუსეთის არამედ უკრაინის ინტერესებში შედის.

 

მსგავსი სიახლეები