კაცის კაცი, ბიძინას კაცი კობახიძე - ხაბეიშვილი

16.09.22 12:17
კაცის კაცი, ბიძინას კაცი კობახიძე - ხაბეიშვილი

კაცის კაცი, ბიძინას კაცი კობახიძე - ასე მოიხსენია ლევან ხაბეიშვილმა „ოცნების“ თავმჯდომარე.

„ენმ“-ს წევრი უმრავლესობის ლიდერის განცხადებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლებაში კრემლის აგენტურაა. 

ხაბეიშვილმა „ოცნებას“ ოფიციალური რუსები უწოდა.

მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას აკეთებს კაცის კაცი, ბიძინას კაცი კობახიძე და ამბობს, თითქოს ჩვენ უნდა ვეომოთ აფხაზ ძმებს და თითქოს ჩვენ კონფლიქტი აფხაზ ძმებთან გვქონდეს და თითქოს არაფერ შუაში იყოს. არ ვიცი, რატომ ბოდავს და რატომ როშავს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს წარმოუდგენელია, მაგრამ, მას შემდეგ, რაც უცებ დავფიქრდებით და გავიაზრებთ, რომ კრემლის აგენტურაა ხელისუფლებაში და ოფიციალური რუსები არიან, მაშინ გასაგები ხდება ასეთი განცხადებები“. - ამბობს ხაებიშვილი.

"როდესაც ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ოსს" - თქვა კობახიძემ

მსგავსი სიახლეები