მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI- ის კვლევა
მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - კვლევა ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.
29%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 23%-ისთვის ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
NDI- ის კვლევის თანახად, დედაქალაქის მოსახლეობის 55% თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 22%-ს ამბობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება, ხოლო 20% თვლის, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება.
დედაქალაქის მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - 5%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.