ვინ უნდა იყოს სახალხო დამცველი - ოპოზიცია აღნიშნული საკითხის განსახილველად შეიკრიბა
ვინ უნდა იყოს ახალი სახალხო დამცველი, რომელსაც საზოგადოების ნდობა ექნება? ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკვე 2 საათია, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს.
სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს, ყველა ბერკეტი აამოქმედოს, რათა ,,ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკურად მორჩილი სახლო დამცველის არჩევა ვერ შეძლოს.
სახალხო დამცველი არაა ერთადერი ცენტრალური საკითხი, რაზეც კონსულტაციები იმართება. შეკრებაზე ოპოზიცია მსჯელობს, როგორ და რა გზით უნდა შესრულდეს ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმა.
ყველა პოლიტიკურ ძალას საკუთარი დღის წესრიგი აქვს, თუმცა ცენტრალური ხაზი ყველასთვის მაინც დეოლიგარქიზაციაზე გადის.