აპელაციაში საქმე სუსი-ს აგენტ მოსამართლეს დააწერეს - ლევან ხაბეიშვილი

16.09.22 13:43
აპელაციაში საქმე სუსი-ს აგენტ მოსამართლეს დააწერეს - ლევან ხაბეიშვილი

ოლიგარქის დეიდაშვილი, უცა მამაცაშვილი, ,,ანტიკორუფციულო მოძრაობის" წინააღმდეგ - სააპელაციო სასამართლოში ხმაურიანი საქმის განხილვა იწყება, რომელიც ქოლცენტრების სკანდალსა და მაღალჩინოსნების მფარველობას ეხება.

,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრები მოსამართლე ოთარ სიჭინავას მიკერძოებაზე საუბრობენ და არ აქვთ მოლოდინი, რომ მეორე ინსტანცია გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებს.

ფოტო ასახავს ,,რუსთავი 2"-ის მოსამართლე რომ იყო და თავი რომ წაიქცია და თქვა, სასამართლოზე ბათუმში ვერ ჩავალო, ცუდად ვარო, ამასობაში კი ძაღლებს ასეირნებდა, ეს ფოტო იმ დღის ვიდეოდან არის ამოჭრილი, რა დროსაც ის ძაღლებს ასეირნებდა ქუჩაში და აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. 

საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სუსის ხელმძღვანელი, რომელიც მიჩივის მე და მედიის წარმომადგენლებსაც. ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როცა სუსის უფროსი ჩივის და ამბობს, რომ სულიერ ტანჯვას განიცდის ჩემს განცხადებებზე, აპელაციაში კი საქმე ასეთ სუსის აგენტ მოსამართლეს დააწერეს - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი, ,,ანტიკორუფციული მოძრაობის"  წევრი. 

საქმე ეხებაა სუსი-ს შეფის საჩივარს, სადაც გრიგოლ ლილუაშვილი ,,ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. 

საქალაქო სასამართლოში დავა რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები