რაზე შეიძლება მოუსმინო პრეზიდენტს? მისი განცხადებებიც კი აბსოლუტურად გაუგებარია - ღუდუშაური

16.09.22 13:10
რაზე შეიძლება მოუსმინო პრეზიდენტს? მისი განცხადებებიც კი აბსოლუტურად გაუგებარია - ღუდუშაური

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ლანძღვაზე გადავიდა.

პარტია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში მთელი რუსურსი ჩადო, ახლა ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების არ ესმის.

ირაკლი კობახიძის რიტორიკა დღეს მისმა თანაგუნდელმა ალუდა ღუდუშაურმა გააგრძელა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის მოსმენა უინტერესოა, მეტიც, უმრავლესობის წევრის თქმით, პრეზიდენტის საუბრიდან აზრის გამოტანაც კი ძალიან რთულია.

რაზე შეიძლება მოუსმინო პრეზიდენტს, მისი საჯარო განცხადებებიც კი აბსოლუტურად გაუგებარია და როცა საჯაროდ საუბრობს, იქაც კი ძალიან რთულია ბოლომდე მოუსმინო და აზრი გამოიტანო, მისი დამატებით მოსმენა წარმომიდგენია, რამდენად სირთულესთან და აბსურდთან არის დაკავშირებული. მისი პირადი საუბრები არც საინტერესო არის პირადად ჩემთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, მაგრამ, მე გეკითხებით და ვეკითხები ყევლას,  რაზე შეიძლება მოუსმინო პრეზიდენტს?“ - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

 

მსგავსი სიახლეები