მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს - NDI

16.09.22 13:17
მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახელობის უმრავლესობა 62% საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად არ მიიჩნევს.

გამოკითხულთა მხოლოდ 30% ფიქრობს რომ საქართველო დემოკრატიულია. 

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მსგავსი სიახლეები