ივანიშვილი საინტერესო სელექციონერია, მიკვირს სად იპოვა ამდენი მონა - მანჯგალაძე "ოცნების" ლიდერებზე

16.09.22 13:28
ივანიშვილი საინტერესო სელექციონერია, მიკვირს სად იპოვა ამდენი მონა - მანჯგალაძე "ოცნების" ლიდერებზე

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ლანძღვაზე გადავიდა - „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ივანიშვილს სელექციონერს უწოდებს და გაკვირვებულია სად იპოვა  ამდენი მონა „ოცნების“ლიდერების სახით.

მანჯგალაძის თქმით, კობახიძე, რომელსაც კონსტიტუციით არავითარი ფუნქცია არ აქვს, სახელმწიფოს მეთაურზე ამბობს, არავინ არისო და ეს მისი თქმით, სსახელმწიფო მთავარსარდლის დაკნინებაა. 

„მე ვიცი, რომ ტექნიკური შესაძლებლობები გაზარდა „ოცნების“ პირობებში სუს-ის ტექნიკურ-ოპერატიულმა დეპარტამენტმა და 20 ათასზე მეტ ადამაინს უსმენს ერთროულად ონლაინ წამში. მართლა საინტერესო სელექციონერია ბიძინა ივანშვილი, მართლა გაკვირვებული ვარ როგორ იპოვა ამდენი მონა, რომელიც საკუთარ თავსა პატივს არ სცემს, ერთდროულად როგორ შეაგროვა. პრეზიდენტი, სახელმწიფო მეთაურზე რომ ამბობს არავინ არ არის და მე ვარ მაგარი ტიპიო, რა ფუნქცია აქვს კობახიძეს, პარტიის თავმჯდომარეა, კონსტიტუციით არავინ არ არის. ეს არის დაკნინება ამ სტრუქტურების“. - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

"ოცნება", რომელმაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში მთელი რუსურსი ჩადო, ახლა ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებების არ ესმის, რადგან პრეზიდენტი გაუგებრად საუბრობს და არც არავის აინტერესებს მისი მოსმენა.

მსგავსი სიახლეები