მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - NDI

16.09.22 13:49
მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - NDI

მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პოლიტიკურად გადაუწყვეტელია - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლეს კვლევაშია საუბარი. 

კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც 
მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.

NDI-ის თანახმად, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 54% - არცერთი პარტია+არ ვიცი+უარი პასუხზე,
  • 25% - ქართული ოცნება,
  • 8% - ნაციონალური მოძრაობა, 13% - სხვა.

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • 66% - სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას,
  • 34% სავარაუდოდ არ მიიღებდა მონაწილეობას.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.  

მსგავსი სიახლეები