კობახიძეს არაფერი ეშლება და თუ ვინმეს რაიმე ეშლება, ეს არის მხოლოდ ოპოზიცია - ღუდუშაური
ალუდა ღუდუშაური ირაკლი კობახიძეს იცავს.
უმრავლესობის წევრის თქმით, „ოცნების“ თავმჯდომარეს არაფერი ეშლება და თუ ვინმეს რაიმე ეშლება ეს არის ოპოზიცია.
როგორც ალუდა ღუდუშაურმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძე არის ამ ქვეყნის ღირსეული ვაჟკაცი და პატრიოტიზმით შეპყრობილი ადამიანია.
ოპოზიციას გადაეცით, ძალიან ცუდ დღეში ხართ-თქო, ირაკლი კობახიძემაც მოგიკითხათ და ალუდა ღუდუშაურმაც-თქო, წერტილი.
ირაკლი კობახიძე არის ღირსეული ვაჟკაცი, პატრიოტიზმით გამსჭვალული ადამიანი.
ირაკლი კობახიძეს არაფერი ეშლება და თუ ვინმეს რაიმე ეშლება, ეს არის მხოლოდ ოპოზიცია". - ამბობს ღუდუშაური.
რამდენიმე კვირაა, საჯარო სივრცეში ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახნა უნდა.
სწორედ კობახიძის ამ განცხადებაზე დაყრდნობით ომის ინიაციატორი რუსეთი ახლა თავს უკრაინას ესხმის და ამბობს, რომ ომი არა რუსეთის არამედ უკრაინის ინტერესებში შედის.