გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც EU-ში გაწევრიანების ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს
2019 წელთან შედარებით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების ხელის შემშლელ ფაქტორად ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობას ასახელებს - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უახლეს კვლევაშია საუბარი.
კითხვაზე თქვენი აზრით ყველაზე მეტად რა უშლის საქართველოს ხელს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, პასუხები ასე გადანაწილდა:
- პოლიტიკური ნების ნაკლებობა საქართველოს ხელისუფლების მხირდან - 25%
- საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტები - 19 %
- რუსეთი - 17%
- პოლიტიკური ნების ნაკლებობა ევროკავშირის მხირდან - 15 %
- პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში - 14 %
- დემოკრატიის ნაკლებობა - 13 %
- განუვითარებელი ეკონომიკა - 10 %
- ნაკლებად განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება - 9 %
- საჯარო მოხელეთა დაბალი პროფესიონალიზმი - 8%
ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.