ჩვენი სახელმწიფო უკეთესად მუშაობს ვიდრე ისრაელის - თენგიზ ცერცვაძე

03.03.21 23:30
ჩვენი სახელმწიფო უკეთესად მუშაობს ვიდრე ისრაელის - თენგიზ ცერცვაძე

"ჩვენი სახელმწიფო უკეთესად მუშაობს ვიდრე ისრაელის" - ეს განცხადება  ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში გააკეთა. 

ისრაელში, რომელმაც პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობა აცრა მოსახლეობის, ბოლო ერთი კვირაა ახალი შემთხვევების რაოდენობა არ ჩამოდის 4 000-ზე ქვემოთ. გუშინ იყო, მაგალითად, 5 000 ახალი შემთხვევა. ისრაელი ორჯერ დიდია ჩვენზე, ჩვენ 4 მილიონი ვართ, ისინი 9 მილიონი არიან. ჩვენ გვაქვს 300 შემთხვევა ახალი, ხან 100, ხან 200 და ისრაელს აქვს 4-5 000 შემთხვევა. ამით მე ეჭვის ქვეშ ვაყენებ იმას, რომ ვაქცინა არ არის და არ უნდა იყოს განხილული როგორც ერთადერთი საშუალება და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ზომები უნდა გაგრძელდეს. 

ვიტყვი ამას და შემომედავოს ვინც უნდა. ესე იგი, ჩვენი სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი უკეთესად მუშაობას, ალბათ, ვიდრე ისრაელი, ცუდი რამე ვთქვი ახლა, ათასი ვინმე შემომედავება, მაგრამ, იმიტომ, რომ მათ ვაქცინა აქვთ და ჩვენზე ათჯერ მეტი ახალი შემთხვევები აქვთ" - ამბობს თენგიზ ცერცვაძე

შეგახსენებთ, ისრაელი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ისრაელში  უკვე 8.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 91 ვაქცინირებულს ნიშნავს. 

მსგავსი სიახლეები