კობახიძე პრორუსული ძალის პრორუსი ხელმძღვანელია, ის უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან - ვაშაძე

16.09.22 14:16
კობახიძე პრორუსული ძალის პრორუსი ხელმძღვანელია, ის უნდა გაქრეს ქართული პოლიტიკიდან - ვაშაძე

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძის მიერ ჩაბარებული სამი ტესტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ „ოცნების“ თავმჯდომარე პრორუსული ძალის პრორუსი ხელმძღვანელია.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი მოითხოვს, კობახიძე სასწრაფოს გაქრეს ქართული პოლიტიკიდან.

სამი ტესტი კობახიძეს - არ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან, გავრილოვს დაუთმო საკუთარი სავარძელი და ეხლა ეს განცხადება. ასევე ანტიუკრაინული ზღვა მასალა განცხადებებისა, რასაც ის აკეთებდა და ანტიდასავლური. ეს არის ტესტი იმისა, რომ კობახიძე არის რუსეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოში. ის არის პრორუსული ძალის პრორუსი ხელმძღვანელი, რომელიც ქართული პოლიტიკიდან  რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაქრეს, თუ გვინდა რომ ეს სახელმწიფო გადარჩეს“.- ამბობს ვაშაძე.

 

მსგავსი სიახლეები