ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 75% უჭერს, ნატოში - 69% - NDI-ს კვლევა
NDI-ს კვლევის თანახმად, პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გამოკითხვის მიხედვით, პროდასავლური საგარეო კურსის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის არის.
მცირედი ვარდნის მიუხედავად, ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავ მაღალია. გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. 14%-ის აზრით, ეს მიუღებელია, ხოლო 10% ამბობს, რომ არ იცის.
რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერას, კვლევის მიხედვით ის სტაბილურად მაღალია. გამოკითხულთა 69%-ის აზრით, საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი. 16%-ის აზრით, ეს მიუღებელია, ხოლო 10% ამბობს, რომ არ იცის.
ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.