მოსახლეობის 59% მიიჩნევს, რომ "ოცნება" ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს - NDI-ის კვლევა

16.09.22 14:41
მოსახლეობის 59% მიიჩნევს, რომ "ოცნება" ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს - NDI-ის კვლევა

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის  ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ.

14 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

კითხვაზე ეთანხმებით თუ არა, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, პასუხები ასე გადანაწილდა:  ვეთანხმები 34%; არ ვეთანხმები 59%; არ ვიცი 7%; 

ირკვევა, რომ მმართველი პარტიის მიმართ ყველაზე დადებითად ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლის ტიპის დასახლებებში არიან განწყობილნი;

NDI-ის გამოკითხვამ აჩვენე, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა უმეტესობაც მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა შემდეგ მოსაზრებას, პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, პასუხები ასე გადანაწილდა:

ვეთანხმები - 23%; არ ვეთანხმები 67%; არ ვიცი 9%; უარი პასუხზე 1%

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.   

მსგავსი სიახლეები