მოსახლეობის 45%-ს უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ - NDI-ის კვლევა
მოსახლეობის უმეტესობას ახლა უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 5 წლის წინ - ინფორმაციას ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი ავრცელებს.
კითხვაზე - "თქვენი ამჟამინდელ მდგომარეობაზე თუ დაფიქრდებით, 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა უფრო მეტი, იგივე თუ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ?", - 45%-ის პასუხი ნაკლები ფინანსური შესაძლებლობაა.
ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.