სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - NDI-ის კვლევა

16.09.22 15:12
სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - NDI-ის კვლევა

სამუშაო ადგილები, ინფლაცია და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება - შემაშფოთებელი მონაცემები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI-ის) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ (CRRC-ის) მორიგი ერთობლივი კვლევაშია მოცემული. 

კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • სამუშაო ადგილები - 36%
  • ფასების ზრდა - 35%
  • ინფლაცია - 32 %

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ბოლო 10 წლის მანძილზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან, სიღარიბესთან და კრიმინალთან დაკავშირებით სიტუაცია გაუარესებულია.

2018 წელთან შედარებით, ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მსგავსი სიახლეები