მოსახლეობის 76% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, უმრავლესობის აზრით, ომი რუსეთის ბრალია - NDI-ის კვლევა

16.09.22 15:22
მოსახლეობის 76% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს, უმრავლესობის აზრით, ომი რუსეთის ბრალია - NDI-ის კვლევა

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს, ან ისე დატოვოს, როგორც არის.

გამოკითხულთა 30% თვლის, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეიზღუდოს, ხოლო 28%-ის აზრით, არ უნდა შეიცვალოს. 

მეტიც, მოსახლეობის 76% რუსეთს საფრთხედ აღიქვამს. 

ამასთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლსობის 58%-ის აზრით,  უკრაინაში მიმდინარე ომი რუსეთის ბრალია.

გამოკითხულთა 18%  ვლადიმირ პუტინს ასახელებს, 15% თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-ს ბრალია, 11% უკრაინას ასახელებს. 

ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.

მსგავსი სიახლეები