კობახიძე არის არასერიოზული ადამიანი, მისი განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს - ჯაფარიძე

16.09.22 15:47
კობახიძე არის არასერიოზული ადამიანი, მისი განცხადებები ქვეყანას ზიანს აყენებს - ჯაფარიძე

ოპოზიცია ირაკლი კობახიძეს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებში ადანაშაულებს.

„ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ოცნების“ თავმჯდომარე ქვეყანას ზიანს აყენებს. 

ჯაფარიძეს მაგალითად მოჰყავს თუ როგორ ამხილეს უკრაინის რადას დეპუტატი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების მიერ იყო მართული.

კობახიძე არის არასერიოზული ადამიანი. სამწუხაროდ, მისი განცხადებები ქვეყანას აყენებს ზიანს. ძალიან მნიშვნელოვანი რამე ხდება ახლა უკრაინაში, როდესაც პირდაპირ ამხილეს უკრაინის რადას დეპუტატი, რომ ანტიამერიკული, ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ კამპანია იყო მართული რუსული სპეცსამსახურების მიერ და ამაში ეს კონკრეტული ადამიანი, დერკატში, იღებდა ანაზღაურებას. მე მინდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტი გახდეს საზოგადოებისთვის ცნობილი. დანარჩენი დასკვნა საზოგადოებისთვის მიმინდია“. - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

„ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებებს რუსეთის ხელისუფლება უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. 

რამდენიმე კვირაა, საჯარო სივრცეში ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახნა უნდა.

სწორედ კობახიძის ამ განცხადებაზე დაყრდნობით ომის ინიაციატორი რუსეთი ახლა თავს უკრაინას ესხმის და ამბობს, რომ ომი არა რუსეთის არამედ უკრაინის ინტერესებში შედის.

მსგავსი სიახლეები