"ხელისუფლების დიაგნოზი, ოცნება უნდა წავიდეს" - ჯაფარიძე NDI- ის კვლევაზე
"ეს არის ხელისუფლების დიაგნოზი" - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უახლეს კვლევას.
მისი თქმით, "ოცნების" ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს, რომ მოსახლეობას მომავლის რწმენა დაუბრუნდეს:
ამ კვლევიდან პირდაპირ ჩანს, რომ ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობა უკმაყოფილოა, ქვეყანაში არსებული ვითარებით. მიიჩნევს, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფო არ არის, უკმაყოფილოა, იმით, როგორ იმართება სახელმწიფო. ეს არის დიაგნოზი, რომელიც ხელისუფლებას მოსახლეობამ დაუსვა, ეს დიაგნოზი არის ის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ მოსახკლეობამ მომავლის რწმენა დაიბრუნოს"- განაცხადა ჯაფარიძემ.
NDI- ის კვლევის თანახად, ყოველ მესამე ადამიანს არ აქვს ფული რომ საკმარისი საკვები იყიდოს. მაღალი ფასები და უსამსხურობა ადამიანებისთვის მთავარი პრობლემაა.
ცნობისთვის, კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები 2022 წლის 12 ივლისიდან 15 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 2 104 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2%.