CRRC-ი არის მიკერძოებული კომპანიააა - "ოცნება" NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს
"ქართული ოცნება" NDI-ის კვლევას უნდობლობას უცხადებს - პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა, დეპუტატმა ბექა დავითულიანმა კი "ტვ პირველს" უთხრა, რომ "CRRC-ი მიკერძოებული კომოპანიაა".
CRRC-ი არის მიკერძოებული კომპანია, ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობთ. ამ კვლევაზე ბოლომდე დაყრდნობა არ შეიძლება, იმიტომ რომ არჩევნები სხვა შედეგს გვიჩვენებს ხოლმე.
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების მიმართ კვლევას, მიკერძოებულ კვლევაშიც კი ნაჩვენები იყო, რომ მართველ პარტიას აქვს 2-ჯერ და მეტჯერ დიდი რეიტინგი, ვიდრე მომდევნო პარტიას"- თქვა დეპუტატმა.
"საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის" - პიკზეა იმ მოქალაქეების რიცხვი ვინც ასე ფიქრობს. NDI მოსახლობის გამოკთხვის შედეგებს პოლიტიკურ პროცესებზეც აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
პარტიების რეიტინგი კი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობადაც ვერ გამოდგება. კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული მთავრობის საქმიანობა.
გამოკითხულთა 59 % მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.
მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერი გააკეთა.