ოპოზიციას ერთი კარგი ალიყური უნდა - ირაკლი ზარქუა

16.09.22 17:25
ოპოზიციას ერთი კარგი ალიყური უნდა - ირაკლი ზარქუა

სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა, ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევებში გაჟღერებულ ინფორმაციას ნაწილობრივ იზიარებს და აცხადებს, რომ ნიჰილიზმი საზოგადოებაში  მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის მისამართით არსებობს.

NDI- ს კვლევებზე მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ მაქვს, არ ვენდობი. რეიტინგები არ არის ადეკვატური, თუმცა ის, რომ გარკვეულ ჯგუფებში არის ნიჰილისტური დამოკიდებულება, ამას ვაღიარებ, თუმცა ეს არის ოპოზიციის მიმართ. რადგან ჩვენ აგერ ვართ, აგერ უკვე მერამდენე მოწვევა, ხელისუფლებაში. 

პრობლემა არის ოპოზიციურ ნაწილში, ასევე მის ელექტორატში. უნდათ ერთი კარგი ალიყური, რომ გონს მოეგონ - ამბობს ირაკლი ზარქუა.

"საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის" - პიკზეა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ასე ფიქრობს.  NDI მოსახლობის გამოკთხვის შედეგებს პოლიტიკურ პროცესებზეც აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

პარტიების რეიტინგი კი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობადაც ვერ გამოდგება.  კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული მთავრობის საქმიანობა. 

გამოკითხულთა 59 % მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერი გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები