საზოგადოება ჩვენზე იმის გამოა ნაწყენი, 10 წლის განმავლობაში რატომ ვერ მოვიცილეთ ფულიანი კაცი - რომან გოცირიძე

16.09.22 17:40
საზოგადოება ჩვენზე იმის გამოა ნაწყენი, 10 წლის განმავლობაში რატომ ვერ მოვიცილეთ ფულიანი კაცი - რომან გოცირიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, ,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ საზოგადოების უკმაყოფილება ოპოზიციის მიმართ მხოლოდ იმ საკითხის გამოა, რატომ ვერ მოახერხეს ოპონენტებმა ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების" მოშორება.

10 წელია, მავნებლურ პოლიტიკას ეწევიან და გააღატაკეს ქვეყანა. აგერ პირდაპირ ღალატის გზას დაადგნენ, რუსეთის მხარეს არიან უკრაინასთან ომში.

ოპოზიციიის მიმართ უკმაყოფილებაზე შეიძლება, ვთქვათ, რომ ნაწყენი არიან, 10 წლის განმავლობაში რატომ ვერ ჩამოიცილეთ ეს ფულიანი კაცი, როგორ აპარპაშეთ და დროა, ვინმემ გაუშვათ მოუსავლეთში. ეს ასეც მოხდება - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის" - პიკზეა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც ასე ფიქრობს.  NDI მოსახლობის გამოკითხვის შედეგებს პოლიტიკურ პროცესებზეც აქვეყნებს, საიდანაც დგინდება, რომ მოქალაქეების უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.

პარტიების რეიტინგი კი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობადაც ვერ გამოდგება.  კვლევაში ნეგატიურადაა შეფასებული მთავრობის საქმიანობა. 

გამოკითხულთა 59 % მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ხალხის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერი გააკეთა.
 

 

მსგავსი სიახლეები