ევროსაბჭოს მისიის შეფი, რომელმაც საქართველოს 2020 წლის არჩევნები დადებითად შეაფასა, რუსეთის აგენტი აღმოჩნდა
ევროსაბჭოში სკანდალმა იფეთქა - სადამკვირვებლო მისიის შეფი, რომელიც საქართველოში 2020 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად გამოაცხადა, რუსეთის აგენტი აღმოჩნდა.
ევროპული გამოცემა ,,ობზერვერის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, კოქსის ოფიციალური კურატორი რუსული დაზვერვის თანამშრომელი, ვალერი ლევიცკი, იყო, რომელიც 2018 წელს საფრანგეთიდან ჯაშუშობისთვის გააძევეს.
კოქსი რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლის ინტერესების გამტარებელი იყო და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ამჟამინდელი ხელმძღვანელის პოსტზე მის არჩევას სწორედ რუსეთი ლობირებდა. კოქსის გარდა, კრემლის გავლენის ქსელში შედიოდნენ მისი წინამორბედი თავმჯდომარეები, ესპანელი პედრო აგრამუნტი და ჰოლანდიელი რენე ვან დერ ლინდენი.
შესაძლოა, ითქვას, რომ 2020 წელს ,,ქართული ოცნება" ტინი კოქსმა გადაარჩინა. ევროპის საბჭოს სადამკვირებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა არჩევნებზე მომხდარი სერიოზული დარღვევების მიუხედავად თქვა, რომ საქართველოში არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და კენჭისყრის დღეს ფუნდამენტური თავისუფლება დაცული იყო.
როცა 2020 წელს ტოტალურად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას ცდილობდა, კოქსთან მძიმე საუბარი მქონდა - იხსენებს პარტია ,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.
კოქსთან საუბარი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა, რადგან მისი ანგარიში არ ასახავდა რეალობას. აქ კიდევ ერთი რამ ჩანს, რუსეთის ინტერესი იყო იმ არჩევნების გაყალბება და ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დატოვება. აქ კი იკვეთება აგენტურული ხაზით ,,ოცნების" კავშირი რუსეთთან. - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
გაჟღერებულ ბრალდებებს უკვე გამოეხმაურა თავად კოქსი და მას ,,ყალბი და უსაფუძვლო" უწოდა.